პროტესტის 30-ე დღე - თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი

დღეს, 27 დეკემბერს უწყვეტი პროტესტის 30-ე დღეა. დღის განმავლობაში, დაგეგმილია საპროტესტო მარშები დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან. 

განრიგი ასეთია: 

13:00 - გაფიცვა;
13:00 - IT/TECH პროტესტი - რესპუბლიკის მოედანი; 
14:00 - შემოქმედების მარში თავისუფლებისთვის -  ვაკის პარკი;
15:00 - სანამ რეჟიმი ყველას გაგვყინავს - გაყინე სესხი! - ახალი თეატრი (ყოფილი "რკინიგზელთა სახლი");
15:00 - ეკო ტრანსპორტის მსვლელობა თბილისი - რესპუბლიკის მოედანი, ბათუმი - ევროპის მოედანი, ქუთაისი - მესხიშვილის თეატრი;
17:00 - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მარში - რესპუბლიკის მოედანი;
18:00 - მომავალი ჟურნალისტების მარში - საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა (კოსტავას 68);  
19:00 - დღის ეთერი ხალხს! - საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა (კოსტავას 68);
19:00 - ფსიქოლოგების მარში - ილიაუნის A კორპუსი (ჭავჭავაძის 32);  
19:00 - მუსიკოსების მარში - ფილარმონია;  
19:00 - გერმანიაში კურსდამთავრებულთა მარში - გერმანიის საელჩო;
20:00 - მწვანე სკოლის კურსდამთავრებულთა მარში - ფილარმონია;  
20:00 - მარში საინგილოდან, ისტორიული ჰერეთიდან - ფილარმონია;
22:00 - პარაკლისი უდანაშაულო პატიმრებისა და მათი ოჯახებისთვის - ილიას და აკაკის ძეგლი.
19:00 საათი - ყოველდღიური აქცია პარლამენტთან