დღეს, 15:00 საათზე ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლი მოქალაქეები ერთობის ჯაჭვში ჩაებმებიან

ერთობის ჯაჭვი - საქართველოში დღეს, 15:00 საათზე ყველა, ვინც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის ერთობის ჯაჭვში ჩაებმება. 

ვახუშტის ხიდი;
თამარ მეფის ხიდი;
გალაქტიონის ხიდი;
ზაარბრიუკენის ხიდი;
ბარათაშვილის ხიდი;
მშვიდობის ხიდი;
მეტეხის ხიდი.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები კვლავ უცვლელია - უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა.

ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც შეიკვრება.