პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს: დაინიუს ჟალიმასის და მიხალ ვავრიკიევიჩის შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ ევროპარლამენტარმა, მიხალ ვავრიკიევიჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ისინი თბილისში იმყოფებიან ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად, რომელიც მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკური სამყაროს სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებში.
„სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა“ – განაცხადა მიხალ ვავრიკიევიჩმა.
პრეზიდენტთან შეხვედრამდე თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარები ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდნენ.