საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასები ორმაგდება

დღეიდან, 1 იანვარიდან, საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასები ორმაგდება. 

2023 წელს პარლამენტის მიერ მიღებული კანონიის მიხედვით, დეპუტატების ხელფასებთან დაკავშირებით პირველ ეტაპად დადგენილი იყო 7-დან 8.5-მდე კოეფიციენტი, უფრო კონკრეტულად კი, პარლამენტარების შრომითი ანაზღაურება 7 000-დან 8 500 ლარამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ, როგორც “რადიო თავისუფლება“ წერს, ხელფასების ორნახევარჯერ ზრდა მივიღეთ და დღეიდან ყველაზე დაბალი - 11 680 ლარი (გადასახადების ჩათვლით) დაენიშნება დეპუტატს, რომელსაც სხვა საპარლამენტო თანამდებობა არ უკავია.

ყველაზე მაღალი ხელფასი კი - 14 600 ლარი - პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.