ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კან კვარჭიას კანდიდატურა დაარეგისტრირა.
კან კვარჭია ე.წ. ოპოზიციის ლიდერი და დეპუტატია. ის სოხუმის დე ფაქტო მერი იყო. კვარჭია მთავარი მოწინააღმდეგე იყო იმ კანონებისა, რომელთა მიღება მოსკოვს სურდა, თუმცა პროტესტების გამო ვერ მოხერხდა. კვარჭიას აფხაზების ნაწილი ანტი რუს დეპუტატად მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ 19 დეკემბერს, კან კვარჭია ე.წ. პარლამენტთან დაიჭრა, როდესაც ადგურ ხარაზიამ ესროლა. ფაქტს ვახტანგ გოლანძია ემსხვერპლა.