ფოთში სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 818 283 ლარი გამოიყოფა

ფოთის მუნიციპალიტეტს, ოქტომბრის სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 818 283 ლარი გამოეყოფა. ამის შესახებ მთავრობის შესაბამისი განკარგულება 25 დეკემბერს გამოიცა:

"მიმდინარე წლის ოქტომბერში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის (მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლები) კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფოთის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 818 283 ლარი"