თბილისი, ზუგდიდი, ქუთაისი და ბათუმი - საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში საშობაო მსვლელობისთვის ემზადებიან.
ევროპული მომავლის მცველები დედაქალაქში შეკრებას საღამოს რვა საათიდან ხუთ ტაძართან დაიწყებენ. სანთლებით ხელში და საგალობლებით მოქალაქეები თბილისის ქუჩებს მოივლიან. საშობაო მარში ქაშვეთის ეკლესიასთან დასრულდება, რუსთაველის გამზირზე, რომელიც უკვე 40 დღეა პროტესტის ეპიცენტრია.
დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან შობა შემოდის. შობის დღესასწაული ყველა ქრისტიანისთვის განსაკუთრებული თარიღი, მაგრამ ჩვენ ქრისტე და ქრისტიანული გზა ყოველ დღე უნდა გვახსოვდეს, - ამბობს კინორეჟისორი, გიორგი თავართქილაძე.
“დღევანდელი ღამე იქნება ქართველი ერისთვის გამაერთიანებელი და საკრალური“,- აცხადებენ სამოქალაქო ატივისტები.
ამ გზით ჩვენი ხმა გვინდა მივაწვდინოთ, განსაკუთრებით რუსული რეჟიმის პატიმრებს, რომლებიც ამ შობასაც, სამწუხაროდ, ტყვეობაში შეხვდებიან და ამ გზით გავაგრძელებთ პროტესტს და მინდა, ყველას მოვუწოდო, დღეს ქაშვეთთან შემოგვიერთდით“,-უთხრა „პირველებს“ ტატო ქელბაქიანმა.
ზუსტად 20:00 საათზე საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა ტაძრებთან-5 ლოკაციაზე შეიკრიბებიან და მსვლელობით ქაშუეთის ტაძრისკენ დაიძრებიან.
ისინი დღესასწაულის აღნიშვნასთან ერთად კვლავ მოითხოვენ უკანონო პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს.