"რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა - ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით" - ემანუელ მაკრონი

"ბოლო წლებ­ში რუ­სე­თი მე­ზობ­ლე­ბის მი­მართ ბევ­რად უფრო აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და - ჩვენ ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვნა­ხეთ, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის გზით, ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ყუ­თებ­ში ჩაყ­რით", - ამის შე­სა­ხებ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა ფრანგ დიპ­ლო­მა­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, რუ­სეთ­მა აგ­რე­სი­ის ბუ­ნე­ბა შეც­ვა­ლა და უფრო მკაც­რი გახ­და.

"ბოლო წლებ­ში რუ­სეთ­მა აგ­რე­სია გა­აძ­ლი­ე­რა და ევ­რო­პე­ლე­ბი­სა და მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნე­ბის მი­მართ მისი აგ­რე­სი­ის ბუ­ნე­ბა შეც­ვა­ლა. ბირ­თვუ­ლი დოქ­ტრი­ნის თვალ­საზ­რი­სით რუ­სე­თის ქცე­ვამ რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და, რო­მე­ლიც უფრო მკაც­რი გახ­და, ასე­ვე, ბევ­რად უფრო აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და მე­ზობ­ლე­ბის მი­მართ მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ჩვენ ეს ვნა­ხეთ სომ­ხეთ­ში, სა­დაც რუ­სე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლად აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­კავ­ში­რე გახ­და, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სომ­ხე­ბი მას წინ აღუდ­გნენ.

 

ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის გზით, ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ყუ­თებ­ში ჩაყ­რით. იგი­ვე სცა­დეს მოლ­დო­ვა­შიც, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­დათ. მინ­და პრე­ზი­დენტ მაია სან­დუს გამ­ბე­და­ო­ბა და სიმ­ტკი­ცე შე­ვა­ქო. შე­მიძ­ლია რუ­მი­ნეთ­ზეც ვი­სა­უბ­რო, სა­დაც ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვე­ყა­ნა­ში რუ­სე­თი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას არ მო­ე­რი­და“, - გა­ნა­ცხა­და ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა.