საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში ახალგაზრდებს, რეგიონში მოქმედ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და აქტივისტებთან შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეეხო და კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა.