უწყვეტი პროტესტის 45-ე დღე - თბილისში, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. მეგობრების მარში ფილარმონიიდან დაიძრა და რუსთაველის გამზირისკენ მიემართება, სადაც მასშტაბურ საპროტესტო აქციას შეუერთდება.
"საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა, მოვითხოვთ ახალ არჩევნებს" - ამ შინაარსის ტრანსპარანტით არიან მოქალაქეები აქციაზე მისული.
პროტესტის ავანგარდში მოქცეულ ადამიანთა მოთხოვნა უცვლელია. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებს ითხოვენ.
მხნედ იყავით ბიჭებო, ნეტავ შემეძლოს, რომ ერთი გამოგიშვათ და მე ჩავჯდები თქვენს მაგივრად. თქვენ ხართ გმირები, თქვენ ქმნით თანამედროვე საქართველოს ისტორიას. მთელი ერი ამაყობს თქვენით და ვინც მართლა მოაზროვნე ადამიანია, ყველა თქვენს გვერდითაა. არ შეგეშინდეთ, მხნედ იყავით. ჩვენ, თქვენს გვერდით ვართ'', - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.