ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან. საპროტესტო აქციის მონაწილეები დემონსტრაციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. ბათუმში დღეს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარიაც ჩავიდა, რომელიც პოლიციას სიტყვიერად დაუპირისპირდა.
გარდა ამისა, ხმაურია აჭარის მთავრობის სახლთან. ერთმანეთს სიტყვიერად საპროტესტო აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ.