დაპირისპირება ბათუმში - პოლიციამ ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე დააკავა

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირებაა. "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერის დაკვრას ცდილობდა, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ამის შემდეგ ის და გიორგი კირთაძე  პოლიციამ ავტომობილში ჩასვა და ტერიტორიიდან გაიყვანა. "კოალიცია ცვლილებისთვის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი დაკავებულები არიან.