უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას დაღუპულის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები ავრცელებენ.
"წინა ხაზზე შევიდა მნიშვნელოვან დავალებაზე, ჩემი გმირი ბიჭი, მძიმედ დაიჭრა, ვერ უშველეს, ვერ უშველეს და მის დაბადების დღეზე წავიდა". - წერს სოციალურ მაგდა ფორჩხიძე.