"ბაბილოსთან" დაკავებული ყველა პირი, მოსამართლეებმა ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს.
დენისი ბულკაშვილს 14 დღე შეუფარდა მოსამართლემ ზვიად ცეკვავაამ;
ბექა პაპაშვილი - 15 დღე - მოსამართლე კობა ჩაგუნავა;
ტიტე გედენიძე და ზვიად რობაქიძე - 10-10 დღე - მოსამართლე ლელა მინდელბერგელი;
გიორგი ჩაჩანიძე - 10 დღე - მოსამართლე მანუჩარ ცაცუა;
კახა ჯაფარიძე - 10 დღე - მოსამართლე ნინო ენუქიძე;
ზურაბ მანჩხაშვილი - 13 დღე - მოსამართლე მანუჩარ ცაცუა.
შეგახსენებთ, 12 იანვარს მოსამართლეებმა რესტორანი "ბაბილო" ქეიფის შემდეგ, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზების ფონზე დატოვეს. ადგილზე საპოლიციო ძალებმა მედიას არ მისცეს საშუალება მათი გასვლის კადრები გადაეღოთ. მოსამართლეების შეკრების პარალელურად, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა. მათ 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.