“მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გათავისუფლდეს ყველა ჟურნალისტი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში“ - ესტონეთის საგარეო

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მიუღებლად მიიჩნევს აქტივისტების და ჟურნალისტების დაკავებას.

“მოგიწოდებთ სასწრაფოდ გათავისუფლდეს ყველა ჟურნალისტი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში“, - წერია უწყების განცხადებაში.

მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განგრძობადი რეპრესიები, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავება საქართველოში მიუღებელია.

ესტონეთი, როგორც "მედიის თავისუფლების კოალიციის" თანათავმჯდომარე, მოგიწოდებთ სასწრაფოდ გათავისუფლდეს ყველა ჟურნალისტი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.