იფიცება საქართველო - მოქალაქეებმა ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს

თბილისში, სხვადასხვა კომპანიის გაფიცულმა თანამშრომლებმა ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. 

დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან საქართველოს ასობით კომპანია მუშაობას 3 საათით აჩერებს. 3 -დან 6 საათამდე იხურება სხვადასხვა მაღაზიები, კვების ობიექტები,  ოფისები და საწარმოები. მოქალაქეები გაფიცვის შემდეგ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ყოველდღიურ  აქციას შეუერთდებიან.