თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს თავს დაესხნენ

ფიზიკური დაპირისპირება დოლიძის ქუჩაზე გაფიცულებს დაესხნენ თავს.

ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია უცნობია.

შეგახსენებთ, ქვეყანაში სამსაათიანი გაფიცვაა. ასობით სხვადასხვა კომპანიამ საღამოს 6 საათამდე მუშაობა შეაჩერა. ობიექტების თანამშრომლები ქუჩაში არიან გამოსულები საპროტესტო ბანერებით, წარწერებითა და დროშებით. ისინი რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.