ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გიორგი გახარია რამდენიმე დღეში გამოიკითხება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ცნობით, ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გიორგი გახარია რამდენიმე დღეში გამოიკითხება, საგამოძიებო ორგანოში გამოძიების თხოვნის შესაბამისად

ამასთან, პარტიის ცნობით, 16 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გადაუდებელი წესით განხორციელდა გიორგი გახარიას ტანსაცმლის ამოღება.

ცნობისთვის, 15 იანვარს გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.