ევროპარლამენტში “საქართველოში არსებულ პოლიტიკურ არეულობაზე” დებატები გაიმართება

ევროპარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტი მომდევნო კვირას „საქართველოში არსებულ პოლიტიკურ არეულობაზე” დებატებს გამართავს.

კერძოდ, მომდევნო კვირის განრიგში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი გამართავს “დებატებს პოლიტიკურ არეულობაზე საქართველოში და მიმდინარე რეპრესიებზე ბელარუსში”.

განცხადების თანახმად, ასევე კენჭისყრა გაიმართება ბელარუსის რეზოლუციაზე.

მანამდე, “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერდა, რომ ევროპარლამენტი საქართველოზე დებატებს 21 იანვარს გამართავს, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე კენჭისყრა თებერვლის სესიის პირველ სხდომაზე გაიმართება.