ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, "ძლიერი საქართველოს" ლიდერებიც დაესწრებიან - შტატებში მყოფი კოალიციის ლიდერები ღონისძიებაზე კონგრესმენებმა მიიპატიჟეს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს არის შტატების განაცხადი, რომ დგას საქართველოს, ქართველი ხალხის, მაგრამ არა "ოცნების" თვითაღიარებული მთავრობის გვერდით.
ტრამპის ინაუგურაციაზე "ოცნების" არცერთი წევრი არ იქნება, რადგან ისინი არ მიუწვევიათ. სამაგიეროდ შტატებში, "პირველების" ინფორმაციით, რამდენიმე საათში ჩაფრინდება ქართველი ხალხის არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
შეერთებული შტატების დღევანდელი და მომავალი ადმინისტრაცია არ ესაუბრება "ქართულ ოცნებას" როგორც რუსული ხელისუფლების წარმომდგენლებს საქართველოში. ისინი არ ცნობენ მათ მოპარულ არჩევნებს და ორივე ადმინისტრაცია მხარს უჭერს ქართველ ხალხს. ჩვენთვის დიდი პატივია კონგრესმენების მოწვევით, გვაქვს საშუალება დავესწროთ პრეზიდენტს ტრამპის იუნაუგურაცაის და ასევე ძალიან დიდი პატივია ის შეხვედრები, რომელიც გვქონდა და რომელიც გველოდება მომავალში. მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის სასიკეთოდ იქნება მოტრიალებული". - ამბობს მამუკა ხაზარაძე.