„ვეფხისტყაოსნით თავისუფლებისაკენ“ – ამ სახელწოდებით რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის შენობამდე მარში გაიმართა.
მსვლელობის მონაწილეების თქმით, ისინი ქვეყანაში არსებულ საერთო პროტესტს უერთდებიან.
აქციის მონაწილეების თქმით, „ვეფხისტყაოსანი“ ჩვენი იდენტობის ნაწილია და ადასტურებს, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის ნაწილია.
მარშის მონაწილეების მოთხოვნა ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა.