სასამართლომ, ნანუკა ჟორჟოლიანი 5 000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. 

ჟორჟოლიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.

კერძოდ კი იმას, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.