რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის გამო ისევ გადაიკეტა. 28 ნოემბრიდან მოქალაქეები ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. თბილისის გარდა, აქცია რეგიონებშიც ტარდება.
„3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ და საკანონმდებლო შენობასთან მყოფ აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნენ.საპროტესტო აქციის მონაწილეები ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც შეიკრიბნენ.