„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უარს ამბობენ ქონებრივი დეკლარაციის შევსებაზე. პარტიის წევრების თქმით, ისინი არ წარმოადგენენ არალეგიტიმურ პარლამენტს, შესაბამისად, პარლამენტის წევრის სტატუსით, არ აპირებენ დეკლარაციის შევსებას:
"ანტიკორუფციულმა ბიურომ მოგვმართა „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას“, რომ წარგვედგინა ჩვენი ქონებრივი დეკლარაცია, როგორც ე.წ. პარლამენტს წევრებს. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ არანაირი მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდით და არც მომავალში არ ვაპირებთ ე.წ. პარლამენტში მუშაობას, რომელიც არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ის ღალატობს კონსტიტუციურ პრინციპებს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ არასოდეს წინააღმდეგი არ ვყოფილვართ, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო ჩვენი ქონებრივი დეკლარაცია, მაგრამ ამას გავაკეთებთ ნებისმიერ სხვა ფორმატში, რადგან ჩვენ არ ვართ არანაირი ნიშნით ე.წ. პარლამენტის წევრები და არც მომავალში ვიქნებით.“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.