გამოიცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორი უკვე 19 დღეა, შიმშილობის. ამის პარალელურად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მოშიმშილე ჟურნალისტის მდგომარეობაა სტაბილურია.
თუ მალხაზ ურთქმელიძეს დავუჯერებთ, ამაღლობელს ბოლოს 28 იანვარს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და პასუხები დამაკმაყოფილებელია. დაპატიმრებული ჟურნალისტების ადვოკატები ახლა ციხის ადმინისტრაციისგან სამედიცინო დოკუმენტაციას ითხოვენ.
დოკუმენტაცია მათ ამ დრომდე არ მიუღიათ.
მზია ამაღლობელის პატიმრობა და მისი საქმე რომ პოლიტიკურია, მისი დაკავების პირველივე დღიდან, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები აკეთებენ განცხადებებს ყოველგვარი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით. მას დამნაშავედ რაცხავენ. ბოლო დღეების განცხადებებიც მიუთითებს, იმაზე, რომ ეს საქმეც რა თქმა უნდა პოლიტიკურია, პროკურატურისა და სასამართლოს მიდგომების ჩათვლით"- განაცხადა საიას იურისტმა, ჯუბა ქათამაძემ.
ადვოკატებმა მოშიმშილე ქალი პატიმარი გუშინ მოინახულეს - მედიამენეჯერი ამბობს, რომ ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.