პროტესტი "თბილისი მოლთან" - აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს

“თბი­ლი­სი მოლ­თან“ შეკ­რე­ბილ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ნა­წი­ლი და­ი­კა­ვეს.მათ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მო­უ­წო­დეს, რომ ტრო­ტუ­არ­ზე დარ­ჩნენ და არ და­ი­კა­ვონ გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ას­თან დის­კუ­სი­ის შემ­დეგ, ისი­ნი ერთ ზოლ­ში მარ­თა­ვენ მსვლე­ლო­ბას. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მიყ­ვე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა გარ­კვე­უ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა კორ­დო­ნით.  

გზის და­ნარ­ჩენ ზო­ლებ­ში სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა გრძელ­დე­ბა. ისინი მსვლე­ლო­ბით სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან გა­და­ნაც­ვლე­ბას გეგ­მა­ვენ.

მათ ასევე შეუერთდნენ  სტუდენტები, რომლებიც "თავისუფალი უნივერსიტეტიდან" დაიძრნენ მსვლელობით.