თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე დაპირისპირებისას ნიკა მელია და გიგი უგულავა სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს. ასევე დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილიდან გაიყვანა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაშავებულებს შორის არის „ტვ პირველის“ ოპერატორი. რა დაზიანებები აღენიშნებათ დაშავებულებს, ამ ეტაპზე უცნობია.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეები შეეცადნენ, სრულად დაეკავებინათ საავტომობილო გზა, რისი საშუალებაც მათ ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.
მანამდე პოლიციამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, იმგვარად ევლოთ, რომ საავტომობილო გზა არ ჩაკეტილიყო