"საქართველო ვერ ამართლებს კანდიდატი ქვეყნის ვერანაირ მოლოდინებს" - კაია კალასი

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კაია კალასითბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიუღებელია დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დარბევა.

როგორც ის სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, საქართველო ვერ ამართლებს კანდიდატი ქვეყნის ვერანაირ მოლოდინებს.

“მიუღებელია დღეს საღამოს თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევის ფაქტები.

საქართველო ვერ ამართლებს კანდიდატი ქვეყნის ვერანაირ მოლოდინებს.

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში", - წერს კალასი.