დღეს პარლამენტში ნაცრეჟიმის დანაშაულის შემსწავლელი კომისია დარეგისტრირდება

დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებენ. საგამოძიებო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულები უნდა შეისწავლოს.

ბიზნესის რეკეტი, აგვისტოს ომი, ტელევიზიების მიტაცება, ადამიანების ღირსების შელახვა - ეს იმ დანაშაულებათა მცირე ჩამონათვალია, რომელზეც მსჯელობა პარლამენტში დაიწყება.

მმართველი გუნდის განცხადებით, ფაქტებითა და კონკრეტული ქეისებით ნათელი უნდა მოეფინოს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიან მმართველობას, რაც ქართველი ხალხის უმრავლესობის დაკვეთაა.