ნორვეგია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა.

განცხადებაში წერია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ფართომასშტაბიანი დარღვევებით ჩატარდა.

"საერთაშორისო დამკვირვებლებმა სერიოზულად გააკრიტიკეს არჩევნები, ამის შესახებ ეუთო-ოდირის დასკვნაშიც წერია". – ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, ქართული ოცნების რეჟიმის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის და საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთვის გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს:

"ევროკავშირის მსგავსად ნორვეგიის მთავრობა საქართველოსთვის აწესებს შემდეგ შეზღუდვებს:

საქართველოს ხელისუფლებასთან შეწყდება ყველა სახის პროექტი;
ნორვეგიის მხრიდან საქართველოს მთავრობას შეუწყდება ყველანაირი ფინანსური მხარდაჭერა;
შეწყდება საქართველოსა და ნორვეგიას შორის თანამშრომლობა სამხედრო სექტორში;
შემცირდება პოლიტიკური კონტაქტები;"
ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებით, EU-ის მიერ ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ქვეყანა პარალელური ზომების მიღებას განიხილავს