პარლამენტში ირაკლი ბერაიას ადგილს გრიგოლ აბესაძე დაიკავებს

„ოცნების“ პარლამენტში ირაკლი ბერაიას ადგილს მმართველი გუნდის წევრი გრიგოლ აბესაძე დაიკავებს, რომელიც "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში 100-ე იყო.

ადგილმონაცვლეობას დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი.

საქმე ის არის, რომ ირაკლი (დაჩი) ბერაია იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, რის გამოც პარლამენტში მას დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად 5 თებერვალს შეუწყდა.

ცნობისთვის, გრიგოლ აბესაძე "ქართული ხმების" წევრია.