ჟურნალისტის შიმშილობიდან თითქმის 1 თვის შემდეგ დღეს მზია ამაღლობელთან ექიმთა კონსილიუმი შევა. სხვადასხვა სპეციალობის 4 მედიკოსისგან კონსილიუმი სახალხო დამცველმა შექმნა. ისინი, დაპატიმრებულ ჟურნალისტს მოინახულებენ და მის სამედიცინო დოკუმენტაციას შეისწავლიან, რის შემდეგაც, ექიმთა ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც სახალხო დამცველს წარუდგენს.
საიამ ჯერ კიდევ 2 თებერვალს მიმართა სახალხო დამცველს და კონსილიუმის შექმნა მოითხოვა. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულფასოვან კვლევებსა და შეფასებას დაუყოვნებლივ საჭიროებს. ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი უკვე 27 - დღეა შიმშილობს.