სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. ინფორმაციას მის პრესსამსახურში ადასტურებენ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ იღებს „ქართული ოცნების“ მთავრობა. ამის შესახებ ინფორმაცია იანვარში გახდა ცნობილი.
„რომც გვქონდეს მოსაწვევი, ვერ წავალთ”, – გვითხრა მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, თუმცა, დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წელს 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კონფერენციაა საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკისთვის. 1693 წლიდან ყოველწლიურად აქ თავს იყრიან პოლიტიკური, სამხედრო, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგდოების ლიდერები და გლობალური უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევებს განიხილავენ.