მთავრობის ადმინისტრაციასთან "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
დემონსტრანტები მზიასა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც პოლიციამ აქციების პერიოდში დააკავა.
აქციის მონაწილეები კანცელარიიდან მოგვიანებით პარლამენტის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობით აპირებენ გადანაცვლებას.
მზია ამაღლობელი უკვე 27-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.