უწყვეტი პროევროპული აქცია/მარშების 75-ე დღე - 10 თებერვლის განრიგი ცნობილია

უწყვეტი პროევროპული აქცია/მარში 75-ე დღესაც გრძელდება. მოქალაქეები დედაქალაქსა და რეგიონებში აქციებს გამართავენ და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ხელისუფლების მიერ წარმოებულ პოლიტიკას და გადადგმულ ნაბიჯებს. ამასთან, ისინი უკვე ორ თვეზე მეტია აქციებზე უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.

10 თებერვლის პროტესტების განრიგი:

თბილისი:

19:00 საათი, ვიკრიბებით საზმაუსთან პროპაგანდის წინააღმდეგ!

საზოგადოებრივ მაუწყებელთან

ქუთაისი:

19:00 საათი, უწყვეტი პროტესტი ქუთაისში -კი ევროპას, არა რუსეთს!

ცენტრალური მოედანი

ბათუმი:

19:00 საათი, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 75-ე დღე

საკონსტიტუციო სასამართლოსთან

ზუგდიდი:

18:00 საათი, წინააღმდეგობის 75-ე დღე!

სამხარეო ადმინისტრაცია

თელავი:

17:00 საათი, საპროტესტო აქცია!

მერია

გორი:

17:00 საათი, საპროტესტო აქცია

საკრებულოსთან

ახმეტა:

17:00 საათი, არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე! პროტესტის 75-ე დღე!

მერია

ახალციხე:

18:00, არა რუსულ რეჟიმს!

შოთა რუსთაველის ძეგლთან