საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოთხი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კენჭისყრა პარლამენტში მომავალ კვირასაც გაიმართება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მომავალ სასესიო კვირაში კენჭსაყრელ საკითხებში შეტანილი არის კვლავ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის საკითხი. როგორც იცით, წინა სასესიო კვირაზე შედგა პირველი კენჭისყრა, სადაც 100 ხმის საჭიროება იყო. ვინაიდან ვერ მოგროვდა 100 ხმა, შემდეგ კენჭისყრაზე უკვე 76 ხმის უმრავლესობა არის საჭირო ოთხი კანდიდატისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.