უწყვეტი პროევროპული აქცია/მარში გრძელდება. დღეს, 11 თებერვალს, აქციები დაგეგმილია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. მოქალაქეები პროტესტის 76-ე დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. პროტესტის მიზანი უცვლელია, გაათავისუფლონ აქციებზე უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანები და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.
11 თებერვლის პროტესტების განრიგი:
თბილისი:
13:00 საათი, საპროტესტო აქცია რეჟიმის წინააღმდეგ - დღის მოძრაობა!
მეტრო ვაჟა ფშაველა
19:00 საათი, ვიკრიბებით საზმაუსთან პროპაგანდის წინააღმდეგ!
საზოგადოებრივ მაუწყებელთან
20:00 საათი, პროფესიების პროტესტი: სამშაბათი - სტუმარმასპინძლობის და ტურიზმის სექტორი
რუსთაველის გამზირი
ქუთაისი:
19:00 საათი, უწყვეტი პროტესტი ქუთაისში -კი ევროპას, არა რუსეთს!
ცენტრალური მოედანი
ბათუმი:
19:00 საათი, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 76-ე დღე
საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი:
18:00 საათი, წინააღმდეგობის 76-ე დღე!
სამხარეო ადმინისტრაცია
თელავი:
12:00-14:00 საათი, დისკუსია: მიმდინარე პროტესტების შედეგების ანალიზი
ვაჟა ფშაველას ქ. 3
18:00 საათი, საპროტესტო აქცია!
მერია
გორი:
17:00 საათი, საპროტესტო აქცია
საკრებულოსთან
ახმეტა:
17:00 საათი, არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე! პროტესტის 76-ე დღე!
მერია
ახალციხე:
18:00, არა რუსულ რეჟიმს!
შოთა რუსთაველის ძეგლთან