მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით საკმარის რეაქციას ვერ ხედავს.
"გვყავს არალეგიტიმური, მარიონეტი მთავრობა, რომელსაც სურს პუტინის ინსტრუმენტი იყოს და რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველო მის ევროპულ გზას დააშოროს და რუსულ გზაზე დააბრუნოს. ეს სახიფათოა, ვინაიდან თუ ეს საქართველოში იმუშავებს, და ამ მომენტისთვის ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან საკმარის რეაქციას ვერ ვხედავ, მაშინ ეს შეიძლება სხვაგანაც გამოიცადოს.
საქართველო მხოლოდ საქართველო არ არის, მხოლოდ ის ქვეყანა არ არის, სადაც მოსახლეობის 80% აქამდე დიდი ხნის წინაც მხარს უჭერდა ევროპულ გზას, ეს შავი ზღვის საკითხიცაა - ხვალ ვინ გააკონტროლებს შავ ზღვას.
რუსეთმა გამოაცხადა, რომ ახალ სამხედრო საზღვაო ბაზას ხსნის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში. ანაკლიის პორტი, რომელიც ერთ-ერთი დიდი პროექტია, არავინ არ იცის ჩინელების ხელშია თუ არა. ჩინელების შემთხვევაში, როგორც ყოველთვის არის ხოლმე, კონტრაქტს ვერ ხედავ.
ასე რომ, მგონია, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ქართული პოლიტიკა, გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი პარტიის ოპოზიციაზე გამარჯვება, ვფიქრობ, ეს გამოწვევაა ევროკავშირისთვის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.