უწყვეტი პროტესტის მე-80 დღე - თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი

დღეს, 15 თებერვალს უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეა. მოქალაქეებს დაგეგმილი აქვთ საპროტესტო მარშები დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან. განრიგი ასეთია:

  • 18:00 საათი - საჯარო მოსამსახურეები უსამართლო სისტემის პირისპირ!; მთავრობის ადმინისტრაცია (უერთდებიან მსვლელობას)
  • 18:00 საათი - მსვლელობა: "არა რუსულ დიქტატურას!" (რუსული დიქტატურის წინააღმდეგ დაანონსებულ აქციას ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან); ევროპის მოედნიდან
  • 19:00 საათი - პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან
  • 20:00 საათი - პროფესიების პროტესტი რუსთაველზე: ჯანდაცვის სექტორი; პარლამენტთან
  • 21:00 საათი - საჯარო ლექცია საპროტესტო აუდიტორიის მიერ