უწყვეტი პროტესტის მე-80 დღე - დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქცია - "არა რუსულ დიქტატურას" იმართება

უწყვეტი პროტესტის მე-80 დღე დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციით აღინიშნება. "არა რუსულ დიქტატურას" - ასე ქვია დღევანდელ შეკრებას, რომელიც ევროპის მოედანზე საღამოს 18 საათიდან დაიწყო.

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ მარშით გადაინაცვლებენ. მთავარი მოთხოვნები უცვლელია - ხელახალი არჩევნების დანიშვნა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება.

სწორედ ოლიგარქის სასამართლოს მიერ, ციხეში გაშვებული სინდისის პატიმრებისთვის დაწერილი წერილებს, მოქალაქეები დღეს შეაგროვებენ. წერილები ციხეში გაიგზავნება.