ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო "არჩევნებს" ევროკავშირი არ აღიარებს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს:
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ, თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რეგიონში 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს ამ არჩევნების ჩატარების კონსტიტუციურ თუ სამართლებრივ ჩარჩოებს.
ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებას." ნათქვამია ევროკავშირის პრეს-სპიკერის განცხადებაში.
პუტინის მარიონეტული რეჟიმი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ვადამდელ "საპრეზიდენტო არჩევნებს" დღეს ატარებს.