დღეს, 17:00 საათზე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია დაიგეგმა.
"15 თებერვალს რეჟიმის უპასუხისმგებლობას ორი სიცოცხლე შეეწირა. საქართველო დღეს ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაშია.“ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე ირაკლი კობახიძემ მშენებლობის მეორე ეტაპი 10 თებერვალს დააანონსა. ადგილი არ იყო შემოსაზღვრული უსაფრთხოების ღობით. უსაფრთხოების ზომების დაუცველობას კი ემსხვერპლა 2 მცირეწლოვნის სიცოცხლე, რომლებიც გარეთ ჯართის შესაგროვებლად იყვნენ გამოსულები.
16 თებერვალს, 17:00 საათზე ვიკრიბებით ეკონომიკის სამინისტროსთან, რათა გავაპროტესტოთ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, მოვითხოვოთ პასუხი ამაზე პასუხისმგებელ პირებისაგან და სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპული მცირეწლოვნების ახლობლებსა და მთელს საქართველოს", - წერია დაგეგმილი აქციის აღწერაში.