აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. ვა­დამ­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­შიც ერ­თმა­ნეთს ბად­რა გუნ­ბა და ად­გურ არ­ძინ­ბა და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს 16 თებერვალს გამოაცხადებს, - იუწყება სააგენტო აფსნიპრესი, - თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი იყო ორზე მეტი საპრეზიდენტო კანდიდატი და არცერთი მათგანი არ იქნა არჩეული, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას იმ ორი კანდიდატის მონაწილეობით, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. განმეორებითი კენჭისყრა იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს ორ კვირაში“.- გა­ნუ­ცხა­და ე.წ. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, დი­მიტ­რი მარ­შან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

წინასწარი შედეგების მიხედვით ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები ასე განაწილდა:

ბადრა გუნბა - 46%
ადგურ არძინბა - 37%
რობერტ არშბა - 7%
ოლეგ ბარციცი - 4%
ადგურ ხურუმალი - 1%

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ე.წ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ აფხაზი ეროვნების 35-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქე.

2025 წლის 15 თებერვლისთვის რეგისტრირებულ ამომრჩევლთა რაოდენობამ 135 ათასი შეადგინა.