პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ცნობით, გამთენიისას, მიუნხენის კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილ აეროპორტში ივანიშვილმა წინასწარ ორგანიზებული ზონდერჯგუფი დაახვედრა.
როგორც მათ მიერ გავრცელბულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ პოლიციამ "უმოქმედობით ხელი შეუწყო".
“ისტერიაში მყოფი მოძალადე ე.წ. ხელისუფლება უკონტროლო ხდება“, - წერია პარტიის განცხადებაში.
დღეს გამთენიისას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიასა და ჩვენს თანაგუნდელს, გერმანიაში ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანიშვილმა დაახვედრა წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერჯგუფი, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო ადგილზე მყოფმა, ასევე წინასწარ გაფრთხილებულმა პოლიციამ.
ისტერიაში მყოფი მოძალადე ე.წ. ხელისუფლება უკონტროლო ხდება. გასაგებია, რომ ივანიშვილი შეშინებულია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებით და ეს ისტერიაც ამითაა გამოწვეული. ჩვენი პოლიტიკური ძალა გააკეთებს ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება, რომ ვეღარასოდეს შეძლოს ქართველ ხალხზე ძალადობა"- ნათქვამია განცხადებაში.