“სასამართლო საქმეს ამაღლობელის გარეშე ვერ განიხილავს“ - მომდევნო სხდომა 6 მარტისთვის გადაიდო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა არ გაიმართა. თავად ბრალდებული, სასამართლო სხდომას ონლაინ რეჟიმში უნდა დასწრებოდა, თუმცა ვერ მოხერხდა.

მომდევნო სხდომა 6 მარტს, 17:00 საათზე გაიმართება.

უნდა ჩართულიყო დისტანციური წესით, თუმცა პრობლემაა დისტანციურ ჩართვაზე, შესაბამისად მისი მონაწილეობა სხდომაზე ვერ ხერხდება, არ ვიცით მიზეზი. მან გამოთქვა სურვილი დასწრების, იგი პატიმრობაში იმყოფება, შესაბამისად დღევანდელ სხდომაზე სასამართლო საქმეს მის გარეშე ვერ განიხილავს“, - განაცხადა მოსამართლე, სალიხ შაინიძემ.