დიდი ბრიტანეთი აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს

დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება მათ Facebook-გვერდზეა გამოქვეყნებული.

"დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია განცხადებაში.

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ბადრა გუნბა ლიდერობს.