საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს აეროპორტში დახვდნენ. სალომე ზურაბიშვილი სამიზნე ცოტა ხნის წინ გახდა, როდესაც ის თბილსიში მიუნჰენის კონფერენციიდან დაბრუნდა. მას, გიორგი გახარიას მსგავსად, კვერცხები დაუშინეს, თუმცა რეაგირება არც დაცვის სამსახურს და არც საპატრულო პოლიციას მოუხდენია.
თქვენთან კომენტარს არ ვაკეთებთ, მიმართეთ პრესცენტრს, - ამბობენ პოლიციის თანამშრომლები.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებულ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და წევრს, გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამ პროცესს იქვე მყოფი რამდენიმე ადამიანი მობილური ტელეფონით იღებდა.