"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში ტიტუშკები დახვდნენ.
"თბილისის აეროპორტში სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა არის მოქმედ ლეგიტიმურ პრეზიდენტზე თავდასხმა და სწორედ ასე უნდა განიხილოს მომავალმა ხელისუფლებამ, როცა ამ დანაშაულის გამოძიებას დაიწყებს", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
მანამდე, მომხდარს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონიც გამოეხმაურა და სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ისაუბრა.