რა თქმა უნდა, უკრაინას ომი არ დაუწყია და ზელენსკის რეიტინგი 4% არ არის - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ დროა ევროპა დაეხმაროს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს დაასრულოს რუსეთ-უკრაინის ომი. ჯონსონი ამბობს, რომ ევროპამ რუსეთის აქტივები უნდა გაყინოს, რომელთა ნაწილს ამერიკა მიიღებს ომში გაწეული დახმარების გამო.

"როდის დავასრულებთ ევროპელები დონალდ ტრამპის სკანდალებს და დავიწყებთ მის დახმარებას, რომ დავასრულოთ ეს ომი? რა თქმა უნდა, უკრაინას ომი არ დაუწყია. იგივე შეიძლება ითქვას, რომ ის თავს დაესხა იაპონიას პერლ ჰარბორზე. რა თქმა უნდა, ქვეყანა, რომელშიც ინტერვენციაა ვერ ჩაატარებს არჩევნებს. 1935-1945 წლებში დიდ ბრიტანეთში არჩევნები არ ჩატარებულა. რა თქმა უნდა, ზელენსკის რეიტინგი 4% არ არის. მისი რეიტინგი დაახლოებით ტრამპის მსგავსია. ტრამპის განცხადებების მიზანი ისტორიული სიმართლე არ არის, მათი მიზანია ევროპელების შოკირება. უფრო კონკრეტულად ამერიკა ხედავს, გაყინულ 300 მილიარდი დოლარის რუსულ აქტივებს - ძირითადად ბელგიაში. ეს თანხა უნდა გადაუხადონ უკრაინას და აშშ-ს მის მიერ გაწეული მხარდაჭერის კომპენსაციისთვის. რატომ უშლის ხელს ევროპა პუტინის ფულის განბლოკვას? ამერიკას სჯერა, რომ ბელგია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები უშლიან ამას ხელს. ეს აბსურდია. სერიოზულობა და სისწრაფე გვმართებს", - წერს ჯონსონი.

ტრამპმა გააკრიტიკა უკრაინის რეაქცია აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრაზე, რომელიც 18 თებერვალს გაიმართა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში. მან ასევე თქვა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარებაა საჭირო და ზელენსკის რეიტინგი 4%-ს შეადგენს.