უწყვეტი პროტესტის 168-ე დღესაც, სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსთველის გამზირი გადაიკეტა.
გზის სავალი ნაწილის გადაკეტვამდე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის კორდონი იდგა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები.